ანრი შველიძის ორი ლელო - დასანანი მარცხი ირლანდიასთან (U18)
რაგბიში, 18-წლამდე საერთაშორისო სერიის ბოლო ტურში ირლანდიამ ბორჯღალოსნები 17:15 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს, პირველი ტაიმი მოიგეს - 7:15. მეორე ტაიმში ირლანდიამ თამაში შემოატრიალა და 17:15 გაიმარჯვა. სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერია დასრულდა, რომელშიც საქართველო 18-წლამდე ნაკრებმა პირველად ითამაშა.