გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინი დაბრუნდა - ტენერიფეს დასანანი მარცხი

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი შერმადინი კალათბურთს დაუბრუნდა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში გიორგის ყოფილ კლუბს „სარაგოსას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 80:81 დამარცხდა.

37 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელსაც გაზაფხულზე გულზე პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ ნათამაშები არ ჰქონდა, შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საერთო ჯამში გიორგიმ პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 5 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა ხუთინ ორი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, ოთხი მოხსნიდან სამი დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, მართალია გიორგი შერმადინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სპორტულ კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ თუ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის მხრიდან სურვილი იქნება, მზად არის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებში დაეხმაროს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა კალათბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი“ - შერმადინი რეაბილიტაციის პერიოდზე
„მეგონა კალათბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი“ - შერმადინი რეაბილიტაციის პერიოდზე