მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მანქანა შეუჩერებელია - მერაბის გამარჯვება პირველივე რაუნდში

აბუ-დაბიში ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის მორიგ ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი 38 წლის ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა.

პირველივე წამებზე მორაესმა ორი ქულა აიღო, თუმცა შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლა პირველივე რაუნდში ლამაზი სუფთა გდებით დაასრულა.

ეს დვალიშვილისთვის RAF-ში მეოთხე ორთაბრძოლა იყო. დებიუტი „მანქანას“ მაისში ფრენკი ედგართან ჰქონდა, რომელსაც მერაბმა 12:1 მოუგო. შემდეგ იყო თბილისში გამართულ ღონისძიებაზე გამარჯვება ჰენრი სეხუდოსთან, აგვისტოში კი სეხუდომ მერაბთან რევანშის აღება შეძლო. ამგვარად, დვალიშვილის ანგარიშზე RAF-ში 3 მოგება და 1 მარცხია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დვალიშვილი და მორაესი ერთმანეთს UFC-ში დაუპირისპირდნენ. მაშინ „მანქანამ“ ბრაზილიელ მეტოქეს მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ ამბავში თუ ვინმე დამნაშავეა, ეს უსმანია“ - დემეტრიუს ჯონსონის კომენტარი
    „ამ ამბავში თუ ვინმე დამნაშავეა, ეს უსმანია“ - დემეტრიუს ჯონსონის კომენტარი