მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

იდიოტები არიან | დენა უაითი უსმანისა და მისი მეგობრების უღირს საქციელზე

ბოლო 48 საათის მანძილზე საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია. 21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა. 

ინციდენტთან დაკავშირებით დენა უაითს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა უსმანსა და მის მეგობრებს იდიოტები უწოდა: „დიახ, ეს სრული სისულელე და აბსურდია. ისინი ყველანი ციხეში არიან, ეს არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ვინმეს სისულელეები გაუვიდეს, იდიოტები არიან''.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები