„მერაბს მისი ჭიდაობა მოეწონა და ამიტომ წაიყვანა“ - ინტერვიუ საბა ლაზიშვილის მამასთან
საბა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. მაპატიეთ, ძალიან ვღელავ, აი ახლა მითხრეს რომ ბექა ღვინიაშვილიც დადებითად გამოეხმაურა ჩემი შვილის საქციელს. გავაგრძელებ, საკმაოდ გვიან დაიწყო ვარჯიში და კადეტებსა და ახალგაზრდებში რამდენიმე ტურნირი აქვს მოგებული. მერე სამწუხაროდ ტრავმა მიიღო ორივე ფეხზე ჯვარედინი იოგების და 2 წელი გაუცდა და ახლა განაახლა ვარჯიშები, ჩხუბით კი ყოველთვის კარგად ჩხუბობდა.
გუშინ, ბათუმიდან მოვდიოდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, მართალი არის თუ არა, რომ საბას თავს დაესხნენო. შემდეგ უკვე მეუღლემაც წაიკითხა და მალე ბავშვმაც მოგვწერა, პატარა გაუგებრობა მოგვივიდა, მაგრამ ღირსეულად ვიჩხუბეთო. ახლა კონტაქტზე არ არის, ჩემი ვარაუდით დაკითხვაზე იქნება და რამდენინე საათში უნდა შეგვეხმიანოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს