მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უსმან ნურმაგომედოვი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ვირთხები და იაფფასიანი ნაძირლები. იფიქრეს, რომ...“ - ომალის მწვრთნელმა ბრაზი ვერ დამალა

UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლისა და ყოფილი ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელი, ტიმ უელჩი აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და მერაბზე თავდამსხმელებს ვირთხებს უწოდებს.

რას ამბობს უელჩი:

„უსმან ნურმაგომედოვი, უმარის ძმა, ახლახან მერაბ დვალიშვილს დაესხა თავს. უსმანი მისკენ მიდის, მერაბი კი ამ დროს ინტერვიუს იძლევა. ის მერაბთან მიდის და სილას აწნავს. და ახლა კიდევ ორი ვირთხა, შეხედეთ ამ ნაძირლებს. ეს ორი მერაბს თავს ესხმის. ეს საშინელებაა, რაც არ უნდა თქვათ. ალბათ შეეშინდათ, იფიქრეს, რომ ერთი ერთზე მერაბს ვერ მოერეოდნენ, ამიტომაც დაესხნენ თავს. ღმერთო ჩემო, თქვენ, იაფფასიანო ნაძირლებო. ეს არის და ეს. და თქვენ ოთხნი უნდა მიხვიდეთ, რომ რამე გააკეთოთ? ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ეს ნამდვილად აჩვენებს მათ ხასიათს. უსმანს აუცილებლად უნდა უჩივლონ, და მერაბმა ამისგან დიდი ფული უნდა იშოვოს“.

View this post on Instagram

A post shared by Tim Welch (@timwelchmt)

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მალევე დააკავა და მათი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იწერება, მათ 2-წლამდე პატიმრობა, ან რამდენიმე ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრებათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც...“ - ომალიმ უსმანი გააკრიტიკა
    „პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც...“ - ომალიმ უსმანი გააკრიტიკა