„ესპანელი ხარ, ქართველი თუ გერმანელი? ჩამოყალიბდი“ - პიმბლეტი თოფურიას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრიტანელმა მებრძოლმა ჯო როგანთან ინტერვიუში ამავე წონის ყოფილ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„ილია ქართველია, ესპანელი თუ გერმანელი? სამივე ერთად ვერ იქნები, ერთი უნდა აირჩიო. ნუ ცდილობ, სამივე ქვეყანაში გაიჩინო გულშემატკივრები.
ვიცი, რომ ესპანეთში მას უკვე ზურგი შეაქციეს. ამის ნიშნები ადრეც იყო, მაგრამ ჯასტინ გეიჯისთან წაგების შემდეგ უფრო გამწვავდა. თუ ვიჩხუბებთ და ისევ წააგებს, საერთოდ გულშემატკივარი აღარ ეყოლება.
ჩემი სახელი რომ არ გამოეყენებინა, ილია თოფურია ასე სწრაფად ვერ გახდებოდა პოპულარული. როცა სოციალურ ქსელში ვწერდი, საერთოდ არ ვიცოდი, ის ვინ იყო. შემდეგ კი პრესკონფერენციაზე შევხვდით ერთმანეთს“.
როგორც ცნობილია, თოფურია ოქტაგონში 2027 წელს დაბრუნდება და, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი მეტოქე სწორედ პედი პიმბლეტი იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს