კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

გერმანიიდან ისრაელში - კამარ ბოლდუინის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა, კამარ ბოლდუინმა მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვა და კარიერას თელ-ავივის „მაქაბიში” გააგრძელებს.

„არ გვსურდა კამარის გაშვება, მაგრამ გვესმის, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება სურს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან გასულ სეზონში მიღებული ტრავმები მოიშუშა და პარკეტს დაუბრუნდა“, - განაცხადა მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა თორსტენ ლაიბენათმა.

კამარ ბოლდუინი:

„მიუნხენის დატოვება მარტივი არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საკალათბურთო მიზეზებით არის ნაკარნახევი. მადლობას ვუხდი მწვრთნელებსა და ხელმძღვანელობას. მიხარია, რომ „მაქაბის“ დიდი ოჯახის წევრი გავხდი. მოუთმენლად ველოდები დებიუტს და გუნდთან ერთად ახალ დონეზე გადასვლა მსურს“.

რაც შეეხება „მაქაბის“, ისრაელურ კლუბს ტრავმის გამო დანიელი მცველი გაბრიელ ლუნდბერგი გამოაკლდა და ბოლდუინი სწორედ მის შემცვლელად განიხილება. „მაქაბი“ 2 მოგებითა და 8 წაგებით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ კამარ ბოლდუინი „ბაიერნში“ 2025 წლის ზაფხულში გადავიდა, ნოემბერში კი კუნთის ტრავმა მიიღო და პარკეტს მხოლოდ 2026 წლის აპრილის ბოლოს დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ის საშუალოდ 7 ქულას, 2.1 მოხსნასა და 2.8 შედეგან გადაცემას აგროვებდა. საქართველოს ნაკრებში ბოლდუინს 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის ორი ქულა და დაფარება | ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა
    ბითაძის ორი ქულა და დაფარება | ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა