გეიჯი: ილიასთან ბრძოლის წინ, მეგობარმა ჩემზე 320 000 დადო და 1,1 მილიონი მოიგო
UFC-ის ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ მისმა მეგობარმა ილია თოფურიასთან ბრძოლაზე ფსონის დადებით 1.1 მილიონი დოლარი მოიგო.
„ჩემმა მეგობარმა გრეგმა მითხრა: „შენზე 320 ათასი დოლარი დავდეო“. მან დაახლოებით 1.1 მილიონი დოლარი მოიგო. ფსონების დადება სამ სხვადასხვა ტოტალიზატორში მოუწია, რადგან არცერთმა არ ისურვა მთლიანი თანხის ერთბაშად მიღება. ამიტომ ფსონები სხვადასხვა კოეფიციენტით განთავსდა.
ისე, ვისურვებდი საკუთარ თავზე ფსონის დადების შესაძლებლობა მქონოდა, თუმცა ამას არასდროს გავაკეთებდი“,
- განაცხადა გეიჯიმ.
Justin Gaethje reveals his friend Greg bet $320,000 on him against Ilia Topuria and won $1.1 million “This fight with Topuria, perhaps the biggest underdog you’ve been” “I don’t know what it was closing” “It was more like 4 to 1 at closing. 8 to 1 at the beginning, 6 to 1 for most parts” “My buddy Greg put 200. I got to the house, he’s like, ‘I put 320,000 on you.’ I won 1.1 million or something” “He had to do it at three different books. Nobody would take the whole bet. So, different odds” “I wish I could bet on myself, although I never would” (Via : Double Coverage Podcast/YT)
— Double coverage podcast fanpage (@Web3luveer) November 9, 2026
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ თოფურია თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ გეიჯის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი კატეგორიულად გამორიცხავს თოფურიასთან მისი კლიენტის მეორედ შეხვედრას.
„ეს რემატჩი არასდროს შედგება,“ - დაწერა ტვიტერზე გეიჯის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა და პოსტი მოგვიანებით წაშალა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს