დენა უაითი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

დენა უაითი: ტრამპს უარს არაფერზე ვეუბნები, თუმცა ამჯერად...

UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა უარი თქვა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე, რომელიც მას დონალდ ტრამპმა შესთავაზა, როდესაც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე მოულოდნელად გამოჩნდა.

„მე პრეზიდენტს არაფერზე ვეუბნები უარს. პირდაპირ „არა“ არ მიქვამს. სიტყვასიტყვით ყველა მედიასაშუალებიდან მირეკავდნენ, თუმცა არ მინდოდა უპატივცემულობა გამოჩენილიყო და რაიმე კომენტარი გაკეთებულიყო მანამ, სანამ პრეზიდენტი თავად არ ისაუბრებდა ამ საკითხზე“,

- განუცხადა ჟურნალისტებს UFC-ის ხელმძღვანელმა.

ამის შემდეგ ტრამპმა გაამეორა, რომ თავდაპირველად მისი შეთავაზება ხუმრობა იყო, რომელიც ბევრმა სერიოზულად აღიქვა.

„პრესასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან წარუმატებელი დღე გქონდა და არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად თავში მისი სახელი მომივიდა. ჩვენ უკვე ძალიან დიდხანს ვმეგობრობთ. ვთქვი: „ვფიქრობ, დენა უაითს ჩემს ახალ პრესმდივნად დავნიშნავ-მეთქი“. ეს ჟურნალისტების ჯგუფს ვუთხარი და მორჩა.

მე ვხუმრობდი, მაგრამ მათ ისე დაწერეს ამის შესახებ, თითქოს სრულიად სერიოზულად ვიძახდი. შედეგად, დენაც და მეც ზარებითა და შეკითხვებით აგვავსეს. ის აქ ჩამოსვლას მაინც გეგმავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა გავრთობილიყავით და ის აქ მოვიწვიეთ. ის ამ სამუშაოს ფანტასტიკურად გაართმევდა თავს“,

- განაცხადა ტრამპმა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა უაითისგან მოითხოვა პასუხი გაეცა მის შეთავაზებაზე, რითაც აშკარად განაგრძო ხუმრობა.

„გმადლობთ შეთავაზებისთვის, ბატონო პრეზიდენტო. თუმცა პოლიტიკით დაკავების სურვილი არ მაქვს“, - უპასუხა UFC-ის პრეზიდენტმა.

საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარით „განადგურებულია“, რის შემდეგაც პრესკონფერენცია დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები