ცოტაც და დაითანხმებენ - ვენგერი FIFA-ს პრეზიდენტად?
არსენ ვენგერი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
როგორც L’Equipe აღნიშნავს, „მონაკოსა“ და „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი უკვე ორ თვეზე მეტია მერყეობს. ერთი მხრივ, ის გრძნობს „ვალდებულებას“, ხელი შეუშალოს ჯანი ინფანტინოს კიდევ ოთხი წლით დარჩენაში, ხოლო მეორე მხრივ - დარწმუნებულია, რომ არსებული სისტემის ფარგლებში მოქმედ ხელმძღვანელთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ასევე მიაჩნია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის სფერო მეტისმეტად დაშორებულია საფეხბურთო მოედნისგან.
ამასთან, ვენგერს არჩევნებში მონაწილეობის იდეაზე საბოლოოდ უარი არასდროს უთქვამს და, როგორც ჩანს, ახლა ახლოსაა იმასთან, რომ დათანხმდეს. L’Equipe-ის მონაცემებით, ექს-მწვრთნელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას კვირის შუა რიცხვებისთვის მიიღებს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
77 წლის ფრანგი ამჟამად ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს