მაიკლ კერიკი
Aa
Aa

The Athletic: მანჩესტერი კერიკის გათავისუფლებას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მაიკლ კერიკის გათავისუფლებას აპირებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტაინი იტყობინება.

კლუბში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ კერიკის პოტენციური შემცვლელების ძებნა უკვე დაიწყო.

„მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ამჟამად აშშ-ის ნაკრებში მუშაობს, „ნიუკასლის“ ყოფილი მწვრთნელი ედი ჰოუ და გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცი იულიან ნაგელსმანი.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა და ბოლო ადგილზე მყოფ „კრისტალ პალასს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

აქვე გეტყვით, რომ კერიკი „იუნაიტედის“ სათავეში მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს. თავდაპირველად ის დროებითი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა, მაისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ 15 მატჩიდან 3 მოიგეს, 7 წააგეს, 5 კი ფრედ დაასრულეს, რაც საშუალოდ 0.93 ქულას უდრის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იმას გავაკეთებ, რაც კლუბისთვის საუკეთესო იქნება“ - კერიკი პოსტის დატოვებაზე
    „იმას გავაკეთებ, რაც კლუბისთვის საუკეთესო იქნება“ - კერიკი პოსტის დატოვებაზე