იბერია 1999, ამირან ძაგანია
Aa
Aa

იბერია დინამო ბათუმს გაუთანაბრდა - საჩემპიონო ბრძოლა იძაბება

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურის ბოლო შეხვედრას წინ სერიოზული აფიშა უძღვოდა - თუ „იბერია 1999“ საკუთარ სტადიონზე „გაგრას“ დამარცხებას შეძლებდა, სატურნირო ცხრილის ლიდერ „დინამო ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდებოდა. საბოლოო ჯამში რთულად, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა სამი ქულა მაინც აიღო და საჩემპიონო ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა.

„იბერიელები“ „გაგრასთან“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდნენ. საბოლოოდ კი სტუმართა კარს გასაღები ისევ და ისევ ამირან ძაგანიამ მოუძებნა, რომელმაც ნიკოლოზ დადიანისა და სტივენ ენდეს გათამაშებული კომბინაცია 84-ე წუთზე ზუსტი დარტყმით დაასრულა და მიმდინარე ჩემპიონატში მეათე ბურთი გაიტანა.

ცნობისათვის, 32 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს 59-59 ქულით „დინამო ბათუმი“ და „იბერია 1999“ ლიდერობენ და ზღვისპირელები დედაქალაქელებს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებენ, მესამე პოზიციაზე მყოფ „დინამო თბილისს - 58, ხოლო მეოთხეადგილოსან „რუსთავს“ 56 ქულა აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დინამო ბათუმის სენსაციური მარცხი - კონკურენტებმა შანსი მიიღეს
    დინამო ბათუმის სენსაციური მარცხი - კონკურენტებმა შანსი მიიღეს