ლივერპული მამარდაშვილით ბედნიერია | რომანო ალისონის შესაძლო წასვლაზე
ცნობილმა „ინსაიდერმა“ ფაბრიციო რომანომ საკუთარ იუთუბარხზე ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბრაზილიელ მეკარეს წინადადებები აქვს და შესაძლოა მიმდინარე სეზონის შემდეგ „ლივერპულს“ დაემშვიდობოს. რეალურად, რომანოს კომენტარი ძალიან პირობითია, გადაჭრით ვერაფერს ამბობს: „პრესკონფერენციაზე, ამ უქმეების მატჩის წინ, ანდონი ირაოლას ჰკითხეს ალისონის სიტუაციის შესახებ და შეკითხვა ასეთი იყო: იქნება თუ არა ეს ბოლო სეზონი ალისონისთვის „ლივერპულში“. 2026 წლის მაის-ივნისში „ლივერპულმა“ გადაწყვიტა, გაეხანგრძლივებინა მისი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით და ალისონმაც გადაწყვიტა.
ალისონის მიმართ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი და მას შეუძლია განიხილოს ეს შესაძლებლობები. ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. შესაძლოა „ლივერპულმა“ უთხრას ალისონს: „არა, ჩვენ აბსოლუტურად გვინდა, რომ აქ დარჩე“ და მათ შესთავაზონ ახალი კონტრაქტი, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილით ბედნიერია. როცა სათამაშო დრო მიიღო, თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა“.
ინგლისის კარაბაოს თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ მოუგო (3:1), ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მერვედფინალში „ლივერპული“ „ენფილდზე“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. „წითლებმა“ „ლურჯები“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და, გადამწყვეტ მომენტში, საკუთარი გუნდი გადაარჩინა.
ანდონი ირაოლა მამარდაშვილს მხოლოდ კარაბაოს თასზე ენდობა, პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში სასტარტოში ყოველთვის ალისონია.
Football Insider-ის ჟურნალისტი, პიტ ორურკი მსგავს ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს: „„ლივერპული“ ალისონის წასვლისთვის ემზადება და ახალი მეკარის გაფორმებას აპირებს. „წითლები“ რამდენიმე გოლკიპერის კანდიდატურაზე მუშაობენ. აღნიშნული წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონი ალისონისთვის „ლივერპულში“ ბოლო იქნება. რაც შეეხება მამარდაშვილს, ბრიტანული გამოცემა „წითლებთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ენფილდზე“ მას არ მოიაზრებენ ისეთი კალიბრის მეკარედ, რომელსაც შეუძლია, ალისონის წასვლის შემთხვევაში ნომერ პირველი გოლკიპერი გახდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს