გოგას 4 ქულა და 5 მოხსნა გოლდენთან - ორლანდოს მორიგი მარცხი
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ორლანდო გოლდენ სტეიტს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, ოვერ ტაიმის შემდეგ, 119:126 დამარცხდა.
ბითაძემ პარკეტზე 7 წუთი და 24 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გოგამ სამჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი ორი იყო. 5 მოხსნიდან ხუთივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
მორიგი გენიალური მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც არასრულ 36 წუთში 41 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ამ შედეგით მან ლებრონის მიღწევა გააუმჯობესა. სტეფი გახდა 35 წელს გადაშორებულ კალათბურთელებში პირველი, ვისაც ყველაზე მეტი 40+ ქულიანი მატჩი დაუგროვდა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ ორლანდოს სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე დაქვეითდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს