ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და პსჟ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში

პსჟ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. და მასთან ერთად გინესის წიგნში ავტომატურად ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

პარიზულ კლუბს 12 რეკორდი უფიქსირდება, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველს ეკუთვნის. საუბარია კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადიაზე საგოლე მოქმედებების ყველაზე ხანგრძლივ სერიაზე. ხვიჩამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა მიჯრით 7 მატჩში შეძლო.

რაც შეეხება პარიზელთა სხვა შთამბეჭდავ რეკორდებს - ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. ასევე, პსჟ-მ ლიგის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით (5:0 ინტერთან) გამარჯვება შეძლო.

გარდა ამისა პარიზელებმა ლიგა 1-ის ერთ კონკრეტულ სეზონში 96 ქულის მოგროვება შეძლეს. ჩემპიონატი მათ ყველაზე მეტჯერ 14-ჯერ მოიგეს.

ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი კი ვიტინიას ეკუთვნის - 1602. ლიგა 1-ში სარეკორდო ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული ფეხბურთელთა შორის მარკინიოსს ეკუთვნის - 11.

პარიზელთა რეკორდების სია ასეთია:

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის სეზონში – 45.

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში – 5:0.

ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება ჩემპიონთა ლიგის ფინალში – დეზირე დუე (3).

ყველაზე ხანგრძლივი სერია საგოლე მოქმედებებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში - ხვიჩა კვარაცხელია (7).

ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ჩემპიონთა ლიგის სეზონში – ვიტინია (1602)

ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ტიტული – 14.

ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ტიტული ცალკეული მოთამაშის ანგარიშზე – მარკინიოსი (11).

ყველაზე მეტი ქულა ლიგა 1-ის სეზონში (96).

ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ლიგა 1-ში (36).

ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია სტუმრად ლიგა 1-ში (39).

ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ლიგა 1-ის სეზონში – 14.

მოთამაშის ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ლიგა 1-ში – ფაბიან რუისი, 51.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები