ფონსეკა: წყენა უნდა დავივიწყოთ და რონალდუ ღირსეულად გავაცილოთ
„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ ფონსეკამ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს მიერ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
„ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი იყო და მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმე განვსაჯო. მიმაჩნია, რომ კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს სათანადო დაფასებას, რათა იგრძნოს, რამდენად ვაფასებთ მას. მიუხედავად იმისა, რა მოხდა და ვინ არის მართალი, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელ ფეხბურთელს.
ვფიქრობ, ჩვენ, პორტუგალიელები, ასეთი პატივის მიგების, ასეთი გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების ინიციატივით უნდა გამოვიდეთ. მე შევთავაზებდი მის ჩატარებას ჩვენს სტადიონზე. მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო ოდნავ დავივიწყოთ წყენა და გავერთიანდეთ, რათა პატივი მივაგოთ მოთამაშეს, რომელიც ამას იმსახურებს“,
- განაცხადა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ გამოსამშვიდობებელ მატჩზე ჯერჯერობით უარი განაცხადა. თითქოს კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, კრიშტიანუს ეროვნულ ნაკრებში იძახებდნენ, თუმცა მოულოდნელად 41 წლის ლეგენდამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს