ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ალექსანდრე რომ არა, ალბათ ვეღარასდროს ვიჩხუბებდი“ | რას ამბობს ილია თოფურია

ილია თოფურიამ ადამ კატეროლს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. სრული ინტერვიუ უახლოეს საათებში გავრცელდება, მანამდე კი კატეროლმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ელ მატადორი“ ჯასტინ გეიჯისთან გამართულ ჩხუბში მისი ძმის, ალექსანდრეს გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, ალექსის გადაწყვეტილებამ, რომ ბრძოლა გაეჩერებინა, მხედველობა გადაგირჩინა?“

„100 პროცენტით. ალექსანდრეს რომ არ გავეჩერებინე, ალბათ, ცხოვრებაში ვეღარასდროს ვიჩხუბებდი. ჩემი ძმის მადლიერი ვარ, რომ ჩემი გაჩერება გადაწყვიტა, რადგან ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ცუდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ექიმისგან ან ნებისმიერი ადამიანისგან რომ გამეგო, ვეღარასდროს იჩხუბებო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასთან ინტერვიუ ABC-ის ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომაც ჩაწერა და ორივე ვიდეო უახლოეს საათებში გამოქვეყნდება. რაც შეეხება ილიას ბოლო ბრძოლას, ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა და ამერიკელმა მებრძოლმა გამარჯვება იზეიმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მსაჯის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ | კორღალიძე არჩათვლილ გოლზე
    მსაჯის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ | კორღალიძე არჩათვლილ გოლზე