მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე არ არის“ - იანმა დვალიშვილთან ბრძოლა გაიხსენა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა Match TV-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი მის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე არ არის.

რას ამბობს იანი:

„ტიტულის დაცვის შემდეგ არანაირი ემოციური დაცემა არ მაქვს. პირიქით, ამ მომენტით უნდა ისიამოვნო – სხვა შანსი შეიძლება აღარც იყოს. საჩემპიონო ბრძოლა, მთლიანობაში, ჩემი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. დიახ, პირველ რაუნდებში მერაბი მაკავებდა და თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ რეალური ზიანი არ მოუყენებია. რა თქმა უნდა, რისკი არსებობდა, თუმცა ბრძოლისთვის ეს ნორმალურია. აქ ყოველთვის შეიძლება დარტყმა გაატარო ან კონტროლი დაკარგო. სადღაც ვრისკავდი და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ვერ ვიტყვი, რომ მერაბი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქეა. ის ძლიერი, გამძლე და ღირსეული მებრძოლია. სხვა მეტოქეებიც მყოლია და მსგავსი ორთაბრძოლებიც მქონია. ასეთი რთული ბრძოლები საკუთარ შესაძლებლობებს უკეთესად გიხსნის - ეს თვითგანვითარებაა, რაც ძალიან მაგარია. დვალიშვილთან ჩვენს ტრილოგიაში საკმარისი უნარები შევიძინე, რაც ფანტასტიკურია.

ბევრი მებრძოლი უშვებს შეცდომას, როცა ფსონს მხოლოდ ბრძოლის ვადამდე ადრე დასრულებაზე დებს. ისინი ტყდებიან, როცა ხვდებიან, რომ მეტოქის ნოკაუტში გაგზავნა არ შეუძლიათ. მე დვალიშვილთან ვადამდე ადრე გამარჯვებაზე არ ვიყავი განწყობილი. ვითვლიდი, რომ ბრძოლა იოლი არ იქნებოდა. თუ ჩნდება შანსი, რომ ძლიერი დარტყმა მოახვედრო, რა თქმა უნდა, ამას ვიყენებ.

ის, რომ ჩემი შვილი ბრძოლაზე სეკუნდანტის როლში გამოვიდა, მისი პირადი სურვილი იყო. პრინციპში წინააღმდეგი არ ვიყავი, თუმცა სეკუნდანტებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. ოფიციალურად, მისთვის ჯერ ნაადრევია ამ როლში ყოფნა“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი ტრილოგიაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვის შეხვდება არ გეტყვით, მაგრამ...“ - უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა
    „ვის შეხვდება არ გეტყვით, მაგრამ...“ - უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა