გიორგი ოჩხიკიძე
Aa
Aa

ბათუმის 20-ქულიანი მარცხი - ხუთი ტური ხუთი წაგება

ბუნებრივია, ქართული საკლუბო კალათბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგია, როდესაც საქართველოს ჩემპიონი ევროპულ ტურნირზე გამოდის, მაგრამ ყოველ მომდევნო ტურში უიმედო მარცხი მართლაც ძალიან გულსატკენია. „ბათუმმა“ ამჯერად ვერანაირი წინააღმდეგობა „სპლიტს“ ვერ გაუწია და საშინაო დარბაზში ხორვატებთან 20-ქულიანი სხვაობით, 77:97 დამარცხდა.

მასპინძლების რიგებში ყველაზე შედეგიანი ლარი ჰოუელი იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 36 წუთში ოთხიდან ორი სამქულიანი, ცამეტიდან რვა ორქულიანი, ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და შეხვედრა 23 ქულით, 5 მოხსნით, 3 ასისტითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. მხოლოდ 7 ქულა გახლდათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გიორგი ოჩხიკიძის აქტივში, თუმცა სამაგიეროდ მან თავი ერთბაშად 14 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ცნობისათვის, ხუთი ტურის შემდეგ ხუთი წაგებით „ბათუმი“ ფიბას ევროპის თასის სატურნირო ცხრილში ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის მიერ მომზადებული კალათბურთელები ევროტურნირებზე 11 ნოემბერს, საკუთარ დარბაზში გერმანიის „ტრირთან“ გამართავენ და თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ
    მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ