მიქაუტაძე: ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის ეპოქიდან ბარსას ქომაგი ვარ
გასულ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონას“ ინტერესის ობიექტად ქცეულმა 26 წლის გიორგი მიქაუტაძემ საკუთარ მომავალსა და მიზნებზე L'Équipe-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვილიარეალის“ თავდამსხმელს სჯერა, რომ ახლა უკვე აქვს ყველა საჭირო თვისება მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად:
„ვფიქრობ, მზად ვარ დიდ კლუბში გადასასვლელად. ყველაფერი მაქვს, რაც ამისთვის არის საჭირო და ვცდილობ, ეს ყოველ ჯერზე ვანახო. უბრალოდ, შესაძლოა ცოტა მეტი დრო მჭირდება“.
მიქაუტაძემ ასევე აღიარა, რომ „ბარსას“ ინტერესი მისთვის სულერთი არ ყოფილა:
„დიახ, ეს სასიამოვნოა და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ეს ასევე ნიშნავს, რომ სამუშაოს კარგად ვასრულებ. ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის ეპოქისა და MSN-ის (მესი-სუარესი-ნეიმარი) ტრიოს დროიდან, „ბარსას“ გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ამაზე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია“.
2025 წელს „ლიონის“ დატოვების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა ესპანეთში დამაჯერებელი პირველი სეზონი ჩაატარა - 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ეს ფორმა მიმდინარე სეზონის დასაწყისიდანვე შეინარჩუნა: სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ მიქაუტაძის შეძენის სურვილი ჰქონდა, თუმცა კატალონიელებმა 70 მილიონი ევროს გადახდა ვერ გარისკეს და 10 მილიონად „არსენალიდან“ გაბრიელ ჟესუსი შეიძინეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს