ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი“ - მიქაუტაძემ ხვიჩას მიმართა

 ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Canal+-მა გიორგი მიქაუტაძის მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას სამოტივაციო სიტყვით მიმართავს.

რას ამბობს მიქაუტაძე:

„კვარა, ძმაო, იმედი მაქვს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი. ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. გამაგრდი და მალე შევხვდებით, ძმაო. მიყვარხარ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისი ამ სეზონში დაბრუნება პრაქტიკულად, გამოირიცხა. ქართველმა შემტევმა რამდენიმე დღის წინ კატარის დედაქალაქ დოჰაში ოპერაცია გაიკეთა და მალე სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    FIFPRO-ს დაჯილდოება | კვარა მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის
    FIFPRO-ს დაჯილდოება | კვარა მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის