გიორგი ჩუბინიძე
Aa
Aa

ჩუბინიძის საგოლე პასი | ბორნმუთის U21 გუნდმა კარდიფს მოუგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „ბორნმუთის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩუბინიძემ „ბორნმუთის“ 21-წლამდე გუნდში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

U21 პრემიერ ლიგის თასის მე-4 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „კარდიფის“ 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გიორგი ჩუბინიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა. ჩუბინიძემ პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა და დაკოსტას გაატანინა.

19 წლის ფეხბურთელისთვის ეს მე-6 საგოლე მოქმედება იყო. „ბორნმუთის“ 21-წლამდე გუნდის მაისურით ჩუბინიძემ როგორც პრემიერ ლიგაში, ისე თასზე მე-8 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა | ჩუბინიძის გოლი და საგოლე პასი პრემიერ ლიგა 2-ში
    ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა | ჩუბინიძის გოლი და საგოლე პასი პრემიერ ლიგა 2-ში