დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ჭკვიანი ბიჭია, თამაშის კარგი ცოდნა აქვს | კრემონეზეს მწვრთნელი ლორთქიფანიძეზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს, დაჩი ლორთქიფანიძეს რთული პერიოდის შემდეგ „კრემონეზეში’’ სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა. სერია B-ს ბოლო ორ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „მანტოვასთან’’ საგოლე პასის შემდეგ „ბენევენტოსთან’’ მისთვის უჩვეულო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა და გამოცდილ ნიგერიელ გარემარბს, დავიდ ოკერეკეს მეურვეობდა.

იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში „კრემონეზემ“ შინ „ბენევენტო“ 2:0 დაამარცხა. კრემონულმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვა. „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ მედიასთან ისაუბრა, დაჩი შეაქო და მისი თამაში დადებითად შეაფასა.

- ლორთქიფანიძემ თქვა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშის შესახებ მაქსიმალურად მეტი ესწავლა. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი გამოსვლით?

- ბოლო დღეებზე საუბრით მისი შესაძლებლობების შეფასება არასაკმარისი იქნებოდა. დაჩი ჭკვიანი ბიჭია და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციის სწორად შეფასება შეუძლია. მის წინაშე ძლიერი მეტოქე იდგა და მის მიერ განხორციელებული ბევრი ჩარევა სწორედ თამაშის კარგი ცოდნის შედეგი იყო. ის დიდი პასუხისმგებლობით ვარჯიშობდა და სრულიად დამსახურებულად შეუძლია, ამ მომენტით ისიამოვნოს.

შესაძლოა, ასეთი საკადრო პრობლემები რომ არ გვქონოდა, სასტარტო შემადგენლობაში არ დამეყენებინა, თუმცა ახლა გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

- მორტენ ტორსბი შემტევ ნახევარმცველად, ნასტი ფლანგზე, ლორთქიფანიძე კი დაცვაში – დღეს გამოჩნდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებები შედეგს იძლევა...

-  ვმუშაობთ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სასურველ შედეგს ვერ აღწევ და კრიტიკაც მოდის. ნასტისთან დაკავშირებით ეჭვი არ მქონდა, გოლების გატანა მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვარ თორსბის თამაშითაც. ის მანტუაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ მოვიდა, მეორე ტაიმში კი კოლოკოლოს შემოყვანა გადავწყვიტე. ბერტისა და ლოტიჩის როგორც ტექნიკური, ისე ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ.

შეგახსენებთ, დაჩიმ სერია B-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა, 3-დან 1 სასტარტო შემადგენლობაში, 151 წუთში 1 საგოლე პასი შეასრულა. იტალიის თასის პირველ ეტაპზე სამპოდიასთან ცვლილებაზე 8 წუთი ითამაშა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რასინგი რეალთან დამარცხდა - გულიაშვილი 82-ე წუთიდან ათამაშეს
    რასინგი რეალთან დამარცხდა - გულიაშვილი 82-ე წუთიდან ათამაშეს