„ამოუხსნელ რაღაცებს აკეთებს და საქმეს გვიადვილებს“ | მამუმ დონჩიჩზე ისაუბრა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ლუკა დონჩიჩსა და ყოფილ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „მამუს“ თქმით, სლოვენიელი პარკეტზე ამოუხსნელ რაღაცებს აკეთებს და ერთი-ერთზე მისი შეჩერება შეუძლებელია.
„ლუკა დონჩიჩის სათამაშო ფიგურა მაქვს და მას ჩემს ოფისში მივუჩენ ადგილს. რამდენიმე ლეგენდის ფიგურა მაქვს და მათ დავამატებ. სასტარტო ხუთეული მყავს: ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი... და ახლა ლუკა დონჩიჩიც. ძალიან კარგი კუთხე მექნება.

არის მომენტები, როდესაც ლუკა ამოუხსნელ რაღაცებს აკეთებს. ერთი რამ, რაც უნდა ვთქვა, ისაა, რომ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ეტყობა, რომ თამაში ადარდებს. ერთი-ერთზე მისი აყვანა შეუძლებელია. ლუკას შესაჩერებლად სამი კალათბურთელია საჭირო და ეს საქმეს გვიადვილებს, რადგან პასების გაკეთების პრობლემა არ აქვს. მატჩის შემდეგ კევინ ლუნის ვეუბნებოდი: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის, როცა თამაშობს, 35+ ქულას აგდებს“.
იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს და ამ მომენტისთვის ლიგაში საუკეთესო კალათბურთელია. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ემოციურია. დარკო რაიაკოვიჩმა სათამაშო დრო მომცა და ამის გამო მისი მადლიერი ვიქნები. ტორონტოს სამწვრთნელო შტაბი და მთლიანი ორგანიზაცია ძალიან კარგად მომექცა“.
შეგახსენებთ, რომ „ტორონტოს“ წინააღმდეგ მამუკელაშვილს 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. დონჩიჩმა შეხვედრა 45 ქულით, 15 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს