ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 27 ქულა - ქართველი მატჩის MVP გახდა

საქართველოს ნაკრებში ალექსანდრე მერკვილაძის გამოჩენის შემდეგ, ამ ახალგაზრდა კალათბურთელს უამრავი პერსონალური გულშემატკივარი გამოუჩნდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკლუბო დონეზე სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა ალექსანდრეს ჯერჯერობით უჭირს. თუმცა, ამ მხრივ მისი ბოლო შეხვედრა ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის მორიგ ტურში „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად „ლეიდენი“ 96:83 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების მოთამაშე მატჩის MVP გახდა.

მერკვილაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 33 წუთში საკუთარ აქტივში 27 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „დონარ გრონინგენის“ ქართველმა ლეგიონერმა რვიდან ოთხი სამქულიანი, რვიდან ხუთი ორქულიანი და ცხრიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, შვიდივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

ცნობისათვის, ბელგიის და ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან 3 მოგებითა და 2 წაგებით „დონარ გრონინგენი“ მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში სტუმრად ხორვატიის „ალკართან“ გამართავენ და თამაში 3 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილის 4 ქულა - ლეიკერსი უორიორსთან დამარცხდა
    მამუკელაშვილის 4 ქულა - ლეიკერსი უორიორსთან დამარცხდა