გიორგი რობაქიძე
Aa
Aa

რობაქიძის მაგარი მატჩი - ქართველის ასისტების დუბლი

საომარი მდგომარეობიდან და სხვა სირთულეებიდან გამომდინარე, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი ისეთივე დონის ნამდვილად აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ იქაურ პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობენ, ერთ-ერთი მათგანი კი, „ჩერნომორეცის“ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი რობაქიძეა, რომელიც ოდესელებს მეთერთმეტე ტურში სტუმრად „ვერესის“ (3:1) დამარცხებაში დაეხმარა.

რობაქიძე ტრადიციულად გუნდის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მართალია გოლი არ გაუტანია, რაც ამპლუიდან გამომდინარე მისი უშუალო მოვალეობა არც არის, თუმცა სამაგიეროდ ორი საგოლე პასი შეასრულა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გიორგიმ ჯერ 21-ე წუთზე ვასილ კურკოს გაუკეთა იდეალური გადაცემა, ხოლო 70-ე წუთზე ანდრეი ხომა დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე და  „ჩერნომორეცმაც“ გამარჯვება საბოლოოდ გაინაღდა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში გიორგი რობაქიძის აქტივში 10 შეხვედრაში, საიდანაც 9 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ეს ერთი ბურთი ქართველმა შუხაზელმა პირველივე ტურში ჟიტომირის „პოლისიას“ გაუტანა. რაც შეეხება „ჩერნომორეცის“ სატურნირო მდგომარეობას, ოდესელები 10 ტურში დაგროვებული 9 ქულით მეცხრე ადგილზე არიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, რთული პერიოდი გამოვიარე | ლორთქიფანიძე იტალიურ მედიასთან
    პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, რთული პერიოდი გამოვიარე | ლორთქიფანიძე იტალიურ მედიასთან