ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა | ბუდუ ყოფილ გუნდთან დამარცხდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში კარლსრუემ შინ ჰაიდენჰაიმი 2:1 დაამარცხა. ჰაიდენჰაიმის მოუგებელი სერია 5-მატჩიანია, გუნდმა ათ ტურში 15 ქულა დააგროვა, ამ მომენტში მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. პირველ ტაიმში კარისკენ ერთხელ, თავით დაარტყა, თუმცა სიძლიერე აკლდა და მეკარემ ბურთი ადვილად დაიჭირა.

 

ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 32 წლის ქართველი 8-დან 7-ში სასტარტო თერთმეტეულში იყო, ორი შეხვედრა გამოტოვა, მე-5 ტურში „კილთან'' ავადმყოფობის გამო არ იყო, მე-8 ტურში „ვოლფსბურგთან'' ვერ დაეხმარა გუნდს, მუხლი აწუხებდა.

მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს ჰაიდენჰაიმი აუტსაიდერ ჰანოვერს მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები