დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

კრემონეზეს სასტარტოში პირველად ითამაშა | ლორთქიფანიძის გამარჯვება ბენევენტოსთან

იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში „კრემონეზემ“  შინ „ბენევენტო“ 2:0 დაამარცხა. კრემონულმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვა.

კარიერაში პირველად დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონული“ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. სერია B-ს გასულ ტურში „მანტოვასთან“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ დაჩი ცვლილებაზე გამოიყვანა, საგოლე პასი შეასრულა, ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, გუნდი გოლისგან იხსნა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გააჩინა მოლოდინი, რომ მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.

დაჩიმ დღეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. ფაბიო პეკიამ მარჯვენა მცველად გაამწესა, ქართველმა თავი კარგად წარმოაჩინა, სათამაშო დისციპლინას კარგად იცავდა, საიმედო იყო, რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი „კრემონული“ გუნდის აღზრდილია. ამ სეზონამდე პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, გასული სეზონის პირველ ნახევარში დავიდე ნიკოლამ სერია A-ს მე-7 ტურში „უდინეზესთან“ 28 წუთი ათამაშა. ზამთარში იჯარით სერია B-ს „კარერეზეში“ გადავიდა, სადაც მცირე სათამაშო დრო მიიღო (სამი მატჩი, 10 წუთი) და ზაფხულში „კრემონეზეს“ დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში სერია B-ში 3 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოდან), მის აქტივში საგოლე პასია. ასევე, იტალიის თასზე „სამპდორიასთან“ ცვლილებაზე გამოვიდა (8 წუთი).

ლორთქიფანიძის საგოლე პასი „მანტოვასთან’’

კრემონული გამოცემა Sportgrigiorosso: „ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში საგოლე პასით არ დასრულებულა. „მანტოვას“ საბოლოო შტურმისას დამატებით მცველად მოგვევლინა და კარის ხაზიდან ბურთი გამოიტანა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ბრძოლისუნარიანობასა და გუნდისთვის თავდაუზოგავად მუშაობის მზაობას, რასაც ფაბიო პეკია მხოლოდ დადებითად შეაფასებს''.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი 450 000 ევროდ აფასებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მონაკო და ინგლისური კლუბები | კვერნაძის მიმართ ინტერესი გაიზარდა
    მონაკო და ინგლისური კლუბები | კვერნაძის მიმართ ინტერესი გაიზარდა