გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

რომა აქტიურობს და აპირებს სწრაფად იმოქმედოს | იტალიურ პრესაში კვერნაძეზე წერენ

გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. სერია A-ს მეცხრე ტურში მისი „ფროზინონე“ „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც მოპოვებული პენალტი დაუმატა.

კვერნაძის კარგი თამაში ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ქართველი გარემარბი „რომას“, „მონაკოს“, „ევერტონისა“ და „კრისტალ პალასის“ რადარზეა.

„ჯალოროსისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, ვილიამ ლასალანდრა წერს, რომ დედაქალაქური კლუბი აპირებს სწრაფად იმოქმედოს და კონკურენტებს აჯობოს. „რომაში“ იციან, რომ კონკურენცია მაღალია და გეგმავენ, ტრანსფერი იანვარში დახურონ. საამისოდ, პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგეს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა (756 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კეტელარე, კვერნაძე, პოლიტანო | ქართველი სერია A-ს ტურის სიმბოლურშია
    კეტელარე, კვერნაძე, პოლიტანო | ქართველი სერია A-ს ტურის სიმბოლურშია