მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, კამარუ უსმანი
Aa
Aa

„მერაბს ამიტომ არ წაუგია“ - უსმანი დვალიშვილის მარცხზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა და პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის გამართულ რიგით მესამე დაპირისპირებაზე საუბრები არ წყდება. უკანასკნელ პერიოდში ბევრმა გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პიოტრმა ქართველი „მანქანა“ თავისივე იარაღით დაამარცხა და მას გამძლეობაში აჯობა, რადგან დვალიშვილს მესამე-მეოთხე რაუნდებში დაღლა დაეტყო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ორგანიზაციის ქვესაშუალო დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მერაბი დაიღალა - უბრალოდ პიოტრმა აჩვენა დარტყმის ის ოსტატობა, რაც მას გააჩნია და რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით. სადღაც მესამე, თუ მეოთხე რაუნდიდან იანი მიხვდა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დარტყმას უტარებდა დვალიშვილს, ეს უკანასკნელი იხრებოდა, ფეხებს უჭერდა და მის წაქცევას ცდილობდა. ამ ყველაფერს კი რუსმა ქვემოდან დარტყმები დაუპირისპირა და ერთი-ორჯერ მერაბს იმდენად მტკივნეულად მოხვდა, რომ ამან ბრძოლის მიმდინარეობასა და საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა“.

ცნობისათვის, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მეორედ დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი წარმატებულად დაიცვა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოქმედი ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგე ჩინელი სონგ იადონგი იქნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უმარ ნურმაგომედოვი ნოკაუტში გაგზავნა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რაც ამ ბრძოლაში ვიხილეთ, შთამბეჭდავია“ - მასვიდალმა აღფრთოვანება ვერ დამალა
    „რაც ამ ბრძოლაში ვიხილეთ, შთამბეჭდავია“ - მასვიდალმა აღფრთოვანება ვერ დამალა