კლინკჰამერი ჩაეხსნა | ქამრისთვის ბრძოლაში გოგოლაძის ახალი მეტოქე ცნობილია
OKTAGON 96-ის ქარდზე ცვლილებაა, ამირან გოგოლაძე ქვესაშუალო წონის ვაკანტური ქამრისთვის ესინ აიარის დაუპირისპირდება. ღონისძიება მიმდინარე კვირის შაბათს, 31 ოქტომბერს, მიუნხენის SAP GARDEN-ში გაიმართება.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ქართველის მეტოქე ფელიქს კლინკჰამერი უნდა ყოფილიყო, თუმცა გერმანელმა მებრძოლმა შაბათის ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო და ტურნირს ჩამოეხსნა. კლინკჰამერი აიარმა შეცვალა.
აიარი, რომელიც 2016-20 წლებში UFC-ში გამოდიოდა, კარიერაში 19 ბრძოლა მოიგო, 6 დათმო. 2025 წლიდან OKTAGON-ის მებრძოლია და ამ ორგანიზაციაში ორივე ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.
რაც შეეხება „სნაიპერს“, ქართველ მებრძოლს ზედიზედ ოთხი გამარჯვება აქვს. ამირანმა ბოლოს Dana White's Contender Series-ზე წააგო, როდესაც დარიუს ფლაუერსთან ჩხუბი მხრის ამოვარდნის გამო ვერ გააგრძელა. Oktagon MMA-ში მას ზედიზედ ოთხი მოგება აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს