„ილიას გამარჯვებაზე ჩემს სახლს დავდებ“ - მასვიდალმა თოფურია-გეიჯის რემატჩზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას მოსალოდნელ რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ გამარჯვებაზე ფსონად თავის სახლს დადებს.
რას ამბობს მასვიდალი:
„ილიამ გეიჯი ნოკდაუნში ჩააგდო. ჯასტინი მოქმედი ჩემპიონია, თუმცა კორპუსში მიყენებული დარტყმის შემდეგ იგი ნოკდაუნში აღმოჩნდა. მას მტკივნეული ილეთის გაკეთება რომ არ ეცადა, შეეძლო ბრძოლა ფინიშით დაესრულებინა. რევანშის შემთხვევაში, ჩემს სახლს თოფურიაზე დავდებდი“.
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თეთრ სახლში 15 ივნისს გაიმართა და ამერიკელმა სენსაციურად, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც ქართველმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს