ჩვენ შესახებ

Crystalsport.ge 2015 წელს დაარსდა და პირველ ეტაპზე მისი მიზანი Crystalbet-ის მომხმარებლების მაქსიმალურად ინფორმირება იყო, რაც წამყვანი ევროპული ჩემპიონატებისა და სანაკრებო ტურნირების თითოეული მატჩის დეტალურად განხილვას გულისხმობდა.

მოგვიანებით, ვებ-გვერდი უფრო მრავალფეროვანი გახდა და ფეხბურთის ანონსების გარდა, სხვა სპორტის სახეობებიც მოიცვა. საიტს ასევე დაემატა ვიდეოს განყოფილება, რომელმაც მომხმარებელს საშუალება მისცა, ოპერატიულად ედევნებინა თვალი, მატჩების მიმოხილვებისა და სხვა საინტერესო მოვლენებისათვის.

2017 წლიდან Crystalsport-ის გუნდმა აქტიურად დაიწყო მისი სიახლეებისა და უნიკალური კონტენტის გავრცელება. ხმის ჩამწერი სტუდიის მოწყობის შემდეგ, ჩვენს გუნდს საშუალება მიეცა, მომხმარებლისთვის ყოველდღიურად მიეწოდებინა სპორტის ამბები სიუჟეტების სახით.

სარედაქციო ჯგუფისთვის მომხმარებლის ინტერესი უმთავრესია და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ოპერატიულად და რაც მთავარია, ობიექტურად მოგაწოდოთ სპორტში მიმდინარე მოვლენები და ამბები. ასევე, საიტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნიკალური კონტენტია, რომელსაც ანალიტიკური სახის ბლოგები და დიდი მატჩების ტაქტიკური ანალიზები შეადგენენ.