თორნიკე შენგელია
Aa
Aa

სეზონის პირველი მატჩი - შენგელია რეალს დაუპირისპირდება

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ახალ სეზონს „დუბაის“ შემადგენლობაში დაიწყებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბი 2026-27 წლების სეზონში ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგაზე იასპარეზებს.

„დუბაიმ“ წინასასეზონო მზადების ფარგლებში შეკრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიარა და ამ პერიოდში ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. გუნდმა ორი მატჩი მოიგო, ორში კი დამარცხდა.

ბოლო სპარინგში „დუბაიმ“ თურქულ „ეფესს“ 79:75 სძლია. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა შენგელიამაც, რომელმაც შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდისთვის სეზონის პირველი ოფიციალური გამოცდა 24 სექტემბერს იქნება. „დუბაი“ ევროლიგის სადებიუტო საშინაო მატჩში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

ამის შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბს ადრიატიკის ლიგის შეხვედრა ელოდება „ვენასთან“, 29 სექტემბერს კი დუბაიში თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდი, „ბარსელონა“ ჩავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდა
შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდა