ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

„ჭკუიდან გადავყავარ“ | ალვინის ჰკითხეს ჰგავს თუ არა კვერნაძე კვარაცხელიას

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ლეჩე“ 5:1 გაანადგურა. ქართველმა ფეხბურთელმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტი მოიპოვა. Sofascore-მა მისი თამაში 9.3 ქულით შეაფასა, მატჩის შემდეგ კი „კანარინის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალვინის DAZN-ის ჟურნალისტმა სწორედ მასზე ჰკითხა.

შეკითხვა: „გიორგი კვერნაძეს რას აჭმევთ? (იცინის) საფეხბურთო მახასიათებლების მხრივ, ჰგავს თუ არა ის ხვიჩა კვარაცხელიას?“

ალვინი: „კვარა ოდნავ უფრო ტექნიკური ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ „კრემონეზეში“ მუშაობისას მიწევდა დაპირისპირება. კვარაცხელია უფრო დრიბლიორი და ფლეიმეიქერია, მაშინ როცა კვერნაძეს მეტი ფიზიკური ძალა აქვს და მეტ სივრცეს ფარავს.

კვერნაძეს ჭკუიდან გადავყავარ — ვარჯიშებზეც კი — იმის გამო, თუ როგორ ბოლომდე იხარჯება და რამდენადაა მზად, გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს. „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან გუნდის ნაცვლად საკუთარ თავზე ვფიქრობდით. დღეს მინდა ბიჭებს საქებარი სიტყვები ვუთხრა, რადგან მათ ერთი გუნდივით ითამაშეს და ბევრი საგოლე გადაცემა გააკეთეს“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძეს 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს. იტალიის თასზე მან 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

გიორგი კვერნაძის მომენტები ლეჩესთან

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შენახული მაქვს ბოთლი, რომელიც მას ვესროლე“ | პიმბლეტისთვის ილია ყალბი ადამიანია
    „შენახული მაქვს ბოთლი, რომელიც მას ვესროლე“ | პიმბლეტისთვის ილია ყალბი ადამიანია