გიორგი მამარდაშვილი, ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

„დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო

ინგლისის კარაბაოს თასის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. „წითლებმა“ „ლურჯები“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გადამწყვეტ მომენტში, საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა მცველმა „მამარდა“ შეაქო და აღნიშნა, რომ მის გამო ძალიან ბედნიერია.

„ჯო გომესმა საოცარი პენალტი დაარტყა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ვფიქრობ, მამარდაშვილი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული ჩვენგანისთვის შესანიშნავი საღამო იყო, მომდევნო ეტაპზე გავედით და ახლა „ბორნმუთთან“ საშინაო მატჩი გველოდება.

ვფიქრობ, მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო. ეს მისთვის შესანიშნავი საღამოა და ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულის“ მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა. გუნდის გამოც მიხარია. კარგი თამაში გამოდგა და მეოთხედფინალში გავედით“.

ცნობისთვის, კარაბაოს თასის მეოთხედფინალში „ლივერპულის“ მეტოქე „ბორნმუთი“ გახლავთ და მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება. თასის შეხვედრებში „მამარდა“ ძირითად შემადგენლობაში გვევლინება და, სავარაუდოდ, „ალუბლებთანაც“ იგივე მოხდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ეგოიანის დუბლი მაასტრიხტთან - ექსელსიორი მომდევნო ეტაპზეა
    ეგოიანის დუბლი მაასტრიხტთან - ექსელსიორი მომდევნო ეტაპზეა