ხვიჩა კვარაცხელია, ტონი კროოსი
Aa
Aa
1 კომენტარი

„ჩემთვის, საუკეთესო კვარაცხელია იყო“ - კროოსმა ხვიჩა ისევ გამოარჩია

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტის ბოლო ეპიზოდში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2026 წელს ეს ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მოეგო.

რას ამბობს კროოსი:

„ვფიქრობ, კეინმა ეს ჯილდო დაიმსახურა. მომეწონა, როგორც შეხვდა ის დაჯილდოებას. ჰარი არა მხოლოდ მშვიდად შეხვდა ამ სიტუაციას, არამედ, ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელიცაა, რომელსაც საკუთარი თავის გარშემო წინასწარ არანაირი კამპანია არ წამოუწყია. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ მას ჯილდო უსამართლოდ გადაეცა“.

„მაგრამ, ეს დაჯილდოება მაინც სპეციფიკურია. ვერ ვხვდები, საბოლოო კრიტერიუმებს რას ანიჭებენ. ხუთეულში ვინც იყო, ყველა ტიტული არავის მოუგია. მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი ეს ჯილდო კიდევ უფრო სპეციფიკური ხდება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს დიდი წონა ენიჭება. მხოლოდ სეზონით თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის კვარაცხელია ძალიან საინტერესო ვარიანტი იქნებოდა და ჩემი არჩევანიც, სწორედ ის იქნებოდა. ვფიქრობ, გასულ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ჰარი კეინმა დაიკავა, მეორე - კილიან მბაპემ, მესამე კი ლამინ იამალმა. მე-4 და მე-5 ადგილები როდრიმ და ლიონელ მესიმ გაინაწილეს.

კომენტარები 1

  1. ზაზა

    ამასაც თუ გამოკითხვა ქვია და ხორვატი როხარ და ჟურნალისტი გქვია უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი ათეულში როგორ ვერუნდა მოახვედრო იგივე ითქმის სხვა ევროპელ ჟურნალისტებზე ჩვენები კიდე ყველას ელაქუცებიან.

    პასუხიშეტყობინება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | პსჟ-მ განცხადება გაავრცელა