„დღეს კვარასთვის გავიმარჯვეთ“ | პსჟ-ის მხარდაჭერა ხვიჩას და მაიულუსა და გოდტსის კომენტარები
საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სენი მაიულუმ გახსნა და გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა, მეორე ბურთი კი მიკა გოდტსმა შეაგდო.
„პარი სენ-ჟერმენმა“ გამარჯვება ქართველ ფეხბურთელს მიუძღვნა. სოციალურ ქსელში გასახდელში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ლუის ენრიკეს, კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფისა და მარკინიოსს „კვარას“ მაისური უჭირავთ, მათ გვერდით კი ლუიშ კამპუში და სხვა ფეხბურთელები დგანან.

შეხვედრის შემდეგ მაიულუმ და გოდტსმა ხვიჩაზე კომენტარებიც გააკეთეს.
„ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. ერთი გუნდი ვართ და ყველანი ხვიჩას გვერდით ვდგავართ“, — განაცხადა მაიულუმ.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი ადგილი დავიკავოთ. კვარას, დემბელესა და სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს მხარი დავუჭირეთ. აქ იმისთვის ვართ, რომ მათ დავეხმაროთ. დღეს ყველამ ერთად კვარასთვის გავიმარჯვეთ“, — აღნიშნა გოდტსმა.
როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე, სავარაუდოდ, ვეღარ ვიხილავთ. ქართველი შემტევი უახლოეს დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ოპერაციას გაიკეთებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს