„გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა
UFC 333-ზე მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. „მანქანამ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვერ დაიბრუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას ილია თოფურიამაც უყურა. „ელ მატადორს“ „ინსტაგრამზე“ პირდაპირი ეთერი ჰქონდა გაშვებული და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შოკირებული იყო: „48-47 იანის სასარგებლოდ? არააა. რას ამბობ?“
თოფურიას სიტყვებს შონ ომალი გამოეხმაურა და „ელ მატადორს“ დასცინა: „გეიჯიმ რამდენად ძლიერად მოგარტყა? რა ჩხუბს უყურე? მესმის, რომ მერაბი შენი მეგობარია და მიკერძოებული ხარ, მაგრამ ეს ორთაბრძოლა ნამდვილად იანმა მოიგო.
რაც შეეხება მერაბს, ვფიქრობ, სონგ იადონგი მას დაამარცხებს. 3-რაუნდიან ჩხუბში სონგი დვალიშვილს ნამდვილად დაანოკაუტებს. ის ძალიან ფეთქებადი მებრძოლია და მის წინააღმდეგ თეიქდაუნის შესრულება ურთულესია. უსწრაფესი რეაქცია აქვს და ვფიქრობ, მერაბის გათიშვა შეუძლია. იადონგთან ბრძოლა დვალიშვილისთვის ძალიან სახიფათო დაპირისპირებაა“.
შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის ჩხუბში სამივე მსაჯმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა — პირველი და მეორე რაუნდი მერაბმა წაიღო, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდი კი იანს მისცეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს