ტექნიკური ნოკაუტი მეორე რაუნდში - ვოლკანოვსკიმ ტიტული დაიცვა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ალექს ვოლკანოვსკიმ მოვსარ ევლოევი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.
პირველ რაუნდში ვოლკანოვსკიმ მეტოქე აშკარად დაჯაბნა, მეორე რაუნდის ბოლოს კი ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
ვოლკანოვსკის კარიერაში 29 გამარჯვება და 4 მარცხია. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი მან მეორედ დაიცვა.
რაც შეეხება ევლოევს, ეს მის კარიერაში პირველი მარცხია (20 გამარჯვება).
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს