ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მჯერა უფრო ძლიერი დაბრუნდება, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია“ - ენრიკე კვარაზე

ლუის ენრიკემ „ლიონთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე და მის პოტენციურ შემცვლელებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

ესპანელმა მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე გაამახვილა, რომლის არყოფნაც პარიზული გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.

„სამწუხაროდ, მატჩის შემდეგ უკვე ვიცოდით, რამდენად სერიოზული იქნებოდა ეს ტრავმა. რთულია - ფიქრობ ფეხბურთელზე, იმაზე, თუ რისი გადატანა მოუწევს მომდევნო თვეებში, მაგრამ პოზიტიურად უნდა განეწყო. ეს პროფესიონალი ფეხბურთელობის ნაწილია. ტრავმები უნდა გადალახო, როდესაც გსურს 10-15 წლიანი კარიერა გქონდეს. ამ ტრავმის გადალახვის შემდეგ პოზიტიური რაღაცებიც იქნება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთადვე დარჩება.

შევიძენთ, თუ არა ხვიჩას შემცვლელს? არა, მაინცდამაინც არა. ტრავმები არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება გვჭირდება. სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ყველაფერს, სერიოზული ტრავმების შემთხვევაშიც კი. მაგრამ შესაძლებლობებისთვის ღიად ვრჩებით. ეს ის ვარიანტია, რომელიც გვაქვს.

მჯერა, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ეჭვი არ მეპარება. ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ. დიახ, ერთ მატჩში სამი ფეხბურთელის დაკარგვა უცნაურია. როგორც გუნდისთვის, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მოდუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ”.

- განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „ლიონის” შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და კვირის ნაცვლად, ორშაბათს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები