ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს“ - ხვიჩას ძმის წერილი

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ნიკა კვარაცხელიამ ადამიანებს, რომლებმაც მისი ძმა გაამხნევეს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხვიჩა ძალიან მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას. 

„ხვიჩა უმაღლესი დონის პროფესიონალია. სულით მებრძოლი, მენტალურად ძლიერი, მიზანდასახული პიროვნება, რომელიც მისი ყველა ოცნების ახდენისთვის იბრძვის ბოლომდე. ბევრიც აიხდინა უკვე, მაგრამ ეს იმის ნახევარიც არ არის, რასაც თავად ელის თავისი თავისგან.

ჯერ ყველაფერი წინ არის. მისი თამაშის სტილი თავისი ინდივიდუალიზმით, კიდევ უფრო ალამაზებს დღევანდელ ფეხბურთს, პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი და ბოლო წვეთამდე შრომა - ეს ის არის, რითიც მოვიდა აქამდე და ეს გზა არ იყო მარტივი.

მისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერები. იცოდეთ, რომ ძალიან მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას და გულშემატკივრებს კიდევ არერთხელ გააოცებს მისი დიდებული ფეხბურთით“.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. „კვარას“ სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ 6 თვეს გასტანს და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვერ ვიხილავთ.

კვარაცხელიას მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა და სპორტსმენმა გამოუცხადა. მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საუკეთესო მას ჯერ კიდევ წინ აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება“ | მექვაბიშვილს კვარაზე ჰკითხეს
    „დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება“ | მექვაბიშვილს კვარაზე ჰკითხეს