ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“ | ხვიჩას დედის წერილი

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მაკა ლუკავამ ადამიანებს, რომლებმაც „კვარა“ გაამხნევეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. „კვარას“ სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ 6 თვეს გასტანს და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვერ ვიხილავთ.

კვარაცხელიას მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა და სპორტსმენმა გამოუცხადა. მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საუკეთესო მას ჯერ კიდევ წინ აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოში ღონისძიების გამართვაზე ვმუშაობთ“ | რა თქვა დენა უაითმა
    „საქართველოში ღონისძიების გამართვაზე ვმუშაობთ“ | რა თქვა დენა უაითმა