გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, ორლანდო მეჯიქი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის 7 ქულა - ლეიკერსმა კლიპერსი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ თანაქალაქელი „კლიპერსი“ 125:117 დაამარცხა.

გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 64:64 გავიდნენ. გარდამტეხი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ლეიკერსმა“ 39:26 მოიგო.

რაც შეეხება მამუკელაშვილის თამაშს, სანდრომ 23 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

ყველაზე მეტი 28 ქულა ოსტინ რივზმა ჩააგდო. ლუკა დონჩიჩს 23 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსის“ ექვს მოთამაშეს 10+ ქულა ჰქონდა.

„კლიპერსის“ რიგებში 26 ქულით დარიუს გარლანდი და 22 ქულით ბრუკ ლოპესი გამოირჩნენ.

„ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს სტუმრად „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

თავისი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „როლანდომაც“, რომელიც „მინესოტასთან“ 93:115 დამარცხდა.

გოგამ 12 წუთი ითამაშა, 4 ქულა ჩააგდო და 3 მოხსნაც მიითვალა.

„მინესოტამ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა. მათ 7 მოთამაშეს 10+ ქულა ჰქონდა.

„ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები