მამუკელაშვილმა გამარჯვებით დაიწყო - ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა - „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ 127:105 მოუგო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22:11 წუთი გაატარა და ამ დროში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 5 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ერთადერთი სამიანი გააცუდა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები
„ლეიკერსს“ 28 ქულით, 8 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. უოლკერ კესლერს 26 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა, ოსტინ რივზს კი 23 ქულა. რაც შეეხება „უორიორსს“, სტეფ კარის 23 ქულა და ბრენდონ უილიამსის 14 ქულა გამარჯვებისთვის აშკარად არასაკმარისი იყო.
მომდევნო ტურში „ლეიკერსი“ თანაქალაქელ „კლიპერსს“ მიიღებს. ეს მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს