გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ პირველი მატჩი ატლანტასთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სეზონში პირველი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ - ფლორიდელები საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუქსთან“ დამარცხდნენ - 125:132.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11:44 წუთი გაატარა. გოგა გუნდს 6 ქულით, 6 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. ბითაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

გოგას გამორჩეული მომენტები

მის თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი 35 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით პაოლო ბანკერო იყო. ფრანც ვაგნერმა და ვენდელ კარტერ უმცროსმა 22-22 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხება „ქორებს“, 31 ქულა ნიკილ ალექსანდერ-უოკერმა დააგროვა, 20-20 ქულა კი ჯეილენ ჯონსონმა და დაისონ დენიელსმა. ჯონსონმა 14 მოხსნაც მიითვალა (ყველა საკუთარ ფარზე).

მომდევნო ტურში „ორლანდო“ „მინესოტას“ მიიღებს. ეს მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლებრონის დებიუტი სიქსერსში და მოგება ჩემპიონთან | NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო
    ლებრონის დებიუტი სიქსერსში და მოგება ჩემპიონთან | NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო