„პარკეტზე ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია“ | სექსტონმა მამუ კევინ ლავს შეადარა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, კოლინ სექსტონმა, სანდრო მამუკელაშვილი კევინ ლავს შეადარა. სექსტონს „მამუს“ მრავალმხრივობა მოსწონს და თვლის, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.
„სანდრო მამუკელაშვილი არის კალათბურთელი, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ის, გარკვეულწილად, კევინ ლავს მაგონებს, რადგან კარგი სროლა აქვს და ბევრი ქულის ჩაგდება შეუძლია. მამუს ძალიან კარგი სროლა აქვს.
სანდროს შეუძლია, პიკ-ენ-როლის შემდეგ სამწამიანში ჩასვლის ნაცვლად, სასროლზე დადგეს და ქულები აიღოს. ასევე, ფართან ზურგით კარგად თამაშობს და პასების მხრივაც ძლიერია. ის კევინ ლავს მაგონებს, რომელთანაც მითამაშია. ძალიან კარგია, როდესაც გყავს კალათბურთელი, რომელსაც პიკ-ენ-როლის შემდეგ როგორც სამწამიანში ჩასვლა, ისე სასროლზე დადგომა შეუძლია“.
ცნობისთვის, მამუკელაშვილის „ლეიკერსი“ NBA-ის ახალი რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს. ლოსანჯელესური გუნდი საშინაო არენაზე „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს