„ეს ბიჭი განსაკუთრებულია“ - არსენალის ექსფეხბურთელი ხვიჩაზე
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟილ გრიმანდიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და „არსენალში“ მისი ტრანსფერის ალბათობა შეაფასა.
„ეს ბიჭი განსაკუთრებულია, დიდ მატჩებში ყოველთვის კარგად გამოიყურება. გასულ სეზონში, რაც უფრო შორს მიდიოდა პსჟ, კვარაცხელია სულ უფრო უკეთესად თამაშობდა.
ფანტასტიკური შრომისმოყვარეობა აქვს, დარბის, ეხმარება დაცვას, ხოლო როცა ბოლო მესამედში ბურთს იღებს, ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
ამ სეზონში მან ბევრი მატჩი გამოტოვა, მაგრამ კვარაცხელიამ ზუსტად იცის, რომ გაზაფხულზე საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს - ესაა მისი მიზანი.
ხვიჩას შეუძლია, ევროპის ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მათ შორის „არსენალშიც“. ჩემი აზრით, თავის პოზიციაზე ის ერთ-ერთი საუკეთესოა.
ახლა მისი ტრანსფერი რთული განსახორციელებელია, იმიტომ რომ პსჟ-ში მაღალი ხელფასებია. იქ მოთამაშე ფეხბურთელებს ფული არ სჭირდებათ, ამიტომ, თუ პრობლემები არ შეექმნა, მას ვერ გადაიბირებ.
ბრედლი ბარკოლამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ამიტომ მას წასვლის საშუალება მისცეს, მაგრამ კვარაცხელიას პსჟ ასე იოლად არ შეელევა. მათ იციან, რომ გაზაფხულზე მას კვლავ მნიშვნელოვანი როლი ექნება“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს