ივან იურიჩი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„მაგარი ბიჭია, ყოველთვის კონცენტრირებულია“ | იურიჩმა გოგლიჩიძე შეაქო

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში საბა გოგლიჩიძის „მონცამ“ „კალიარის“ უმასპინძლა. „ბიანკოროსიმ“ ბოლო სამი შეხვედრიდან მეორე მოიგო და მეტოქე 4:0 გაანადგურა. გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად იასპარეზა და კარგი თამაში ჩაატარა.

მატჩის შემდეგ „მონცას“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, პრესკონფერენცია გამართა. ხორვატმა სპეციალისტმა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანაკრებო ფანჯარა მას ძალიან დაეხმარა.

„საბა გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია. ძლიერია და ყოველთვის კონცენტრირებულია. ეროვნულ ნაკრებში მისი წასვლა ძალიან დაგვეხმარა, რადგან როდესაც დაბრუნდა, შეატყობდით, რომ ცნობიერება აუმაღლდა“.

„კალიარისთან“ მატჩში გოგლიჩიძის სტატისტიკა ასეთი იყო: 60 შეხება ბურთთან, 45-დან 42 ზუსტი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 7 განმუხტული მომენტი, 10-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 2 ვარდნა. სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა, მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქათმეში საჭირო მხოლოდ ერთი მამალია“ - ლაპორტამ მბაპეზე ისაუბრა
    „საქათმეში საჭირო მხოლოდ ერთი მამალია“ - ლაპორტამ მბაპეზე ისაუბრა